Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად!

ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად!

 

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოადგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 25 ნოემბრიდან - 28 ნოემბრის 17:00 საათის ჩათვლით. განაცხადის შევსება განხორციელდება ელექტრონულად. დოკუმენტაცია კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს შემდეგ მეილზე: stiphumanities@tsu.ge

 

კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა მეილზე ერთ შეტყობინებად უნდა გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

 

1. განცხადების ფორმა (გამოგზავნეთ ვორდის ფაილი);

2. პირადობის მოწმობის ასლი (pdf ფილი);

3. ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები (pdf ფილი);

4. შესაბამისი აქტივობების დამდასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) (pdf ფაილი, შესაბამისად 1 დოკუმენტი 1 ფაილი);

5. სოციალურად მოწყვლად ჯგუფში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება ა.წ. 2 დეკემბერს (პირის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება წინასწარ მონიჭებული კოდის მიხედვით, რომელსაც მიიღებთ მეილზე განაცხადის გამოგზავნიდან 24 საათის განმავლობაში).

 

აპელაციის შემოტანა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად 3 დეკემბერს 13:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: stiphumanities@tsu.ge

 

 

- კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!

- დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!

- პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!

 

 

იხილეთ სტიპენდიის მინიჭების წესი;

ბრძანება სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.

თარიღი: 25/11/2025